Thursday, August 15, 2013

მათემატიკა და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები

                                                                  პროექტი
პროექტის სახელწოდება: მათემატიკა და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები.
პროექტის მთავარი იდეა: მრავალფეროვან მონაცემთა სიმრავლის შექმნა, სინუსების და კოსინუსების თეორემის გამოყენება პრაქტიკაში.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები იყენებენ რა გამზომ ხელსაწყოებს, სინუსების და კოსინუსების თეორემის გამოყენებით ზომავენ მიუწვდომელ პუნქტამდე მანძილს, მაღალი ობიექტის სიმაღლეს, ამით უყალიბდებათ პრაქტიკული და გამოთვლითი უნარ-ჩვევები, ლოგიკური მსჯელობის უნარი.
პროექტის მიზნები: სინუსების და კოსინუსების თეორემის პრაქტიკაში გამოყენება. კვლევა-ძიების, კომუნიკაციის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის უნარი.
მონაწილეთა ასაკი: X კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა: 4 დღე.
მოსალოდნელი შედეგები: კვლევა-ძიების უნარის გამომუშავება, მონაცემთა შეგროვება, სურათების გადაღება, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება-მიუწვდომელ წერტილებს შორის მანძილის დამოუკიდებლად განსაზღვრა, მასალის კომპიუტერული დამუშავება.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კუთხისა და მანძილის მზომი ხელსაწყოები, ფურცლები, საწერი კალმები, სახაზავი, სახელმძღვანელო, ტრიგონომეტრიული ცხრილები, კალკულიატორი,  ციფრული ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა,
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის გეგმას, მოვაწყობ სასწავლო ექსკურსიას რაჭაში, მივცემ დავალებებს-გავყოფ სამ ჯგუფად:
I ჯგუფი: მოიპოვონ გარკვეული ინფორმაცია სხვადასხვა ტაძრებთან დაკავშირებით და განსაზღვრონ მათი სიმაღლე.
II ჯგუფი: გაზომონ მანძილი ორ მიუწვდომელ პუნქტს შორის.
III ჯგუფი: თვალყური მიადევნოს ჯგუფების მუშაობას, რომლებიც წარუდგენენ თავიანთ ნამუშევრებს. ეს ჯგუფი გამოთქვამს თავის მოსაზრებებს, შედეგად მოხდება აზრების შეჯერება, შესწორებების შეტანა, პრაქტიკულად მოპოვებული ინფორმაციის გადმოტანა ფურცელზე, შესაბამისი ნახაზების აგება და ბოლოს პროექტის პრეზენტაცია.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, სპორტი, ინფორმატიკა.
  მათ. X9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და დებულებათა ფორმულირების ხერხების გამოყენება.
მათ. X10. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების დასაბუთება.
მათ. X11. მოსწავლეს შეუძლია ობიექტთა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა.
პროექტის ხელმძღვანელი: მ.აბესაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mabesadze1302@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://mabesadze1302.blogspot.com/








Wednesday, August 14, 2013

მაია აბესაძე

მე, მაია აბესაძე, დავიბადე ქალაქ ტყიბულში 1974 წლის 13 თებერვალს, 1979 წელს შევედი ტყი